Sunday, 2 October 2016

პროექტი-სპორტი ჩვენს ცხოვრებაში







პროექტზე მუშაობისას ბავშვებს განუვითარდებათ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები, მაღალი დონის სააზროვნო უნარები. სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავლის მომცველი იქნება. აქტიურად ჩაერთვებიან მათთვის საინტერესო საკითხებში. 

როგორც პედაგოგმა მივიღე ცოდნა პროექტის ჩატარების შესახებ. საფუძვლიანად შევისწავლე წარმოების მეთოდები, ინსტრუმენტები, შეფასების რუბრიკები და ჩეკლისტები. პროექტი დამეხმარება, საინტერესოდ წავმართო სასწავლო პროცესი, აქტიურად ჩავრთო ყველა მოსწავლე.

Sunday, 25 September 2016

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი თუ რა არის ფასილიტაცია და როგორი ფორმით უნდა გავუწიო მოსწავლეებს ფასილიტაცია , მივაწოდო სქემები, ცხრილები, ფოტოები, შაბლონების ფორმით და მათ დაბრკოლების გარეშე შეავსონ ცხრილები მოძიებული ინფორმაციით. ჩემი ფასილიტაციით ისინი კონცენტრირებულები იქნებიან სამუშაო პროცესზე და არა სქემებისა და ცხრილების დამზადებაზე.

Saturday, 24 September 2016

 ტრენინგებზე  გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ეს ნიმუშები დამეხმარება მოსწავლეებს მივცე მიმართულებები, თუ როგორ აწარმოონ ჟურნალი, ჩანაწერები და დაკვირვების დღიურები. ამ ნამუშევრებით შევძლებ დავინახო მოსწავლის მუშაობის პროცესი და შევაფასო. ასევე ტრენინგზე ვიმუშავე მოსწავლი ნაშრომების შეფასების ინსტრუმენტებზე. ვფიქრობ, სასწავლო პროცესის პროგრესისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც შემდგომში დამანახებს რამდენად ეფექტური გზებით იქნება შესაძლებელი მოსწავლის დროული შეფასება და უკუკავშირის მიცემა. 

Saturday, 17 September 2016

დღევანდელ ტრენინგზე საფუძვლიანად გავიაზრე უკუკავშირის მიმცემი რჩევები და მეთოდები, რაც დამეხმარება მოსწავლეებთან პროექტის ირგვლივ მივიღო საჭირო ინფორმაცია და დავგეგმო თემის შემდგომი აქტივობები. უკუკავშირი უნდა იყოს კონკრეტული და არა ზოგადი, ასევე არწერითი, რომ დავანახო მოსწავლეს, თუ რა უნდა დახვეწოს ნამუშევარში.
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი საავტორო უფლებებისა და მასალების ლეგიტიმური გამოყენების კანონებს, რა დროს ვრცელდება საავტორო უფლებები. ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემა იმის განსაზღვრაში,  შეესაბამება თუ არა საავტორო უფლებით დაცული ნაშრომის გამოყენება ,,ლეგიტიმაციური გამოყენების " პრინციპებს.

Sunday, 11 September 2016

დღევანდელი პროექტის ფარგლებში შევისწავლე შეფასების სხვადასხვა მეთოდები, რაც დამეხმარება პროექტის დასაწყისში, განმავლობაში და დასასრულს შევარჩიო საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები. განვსაზღვრავ შეფასებას მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად და პროექტის მსვლელობისას მივცემ სწორ მითითებებს.