ტრენინგებზე გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ეს ნიმუშები დამეხმარება მოსწავლეებს მივცე მიმართულებები, თუ როგორ აწარმოონ ჟურნალი, ჩანაწერები და დაკვირვების დღიურები. ამ ნამუშევრებით შევძლებ დავინახო მოსწავლის მუშაობის პროცესი და შევაფასო. ასევე ტრენინგზე ვიმუშავე მოსწავლი ნაშრომების შეფასების ინსტრუმენტებზე. ვფიქრობ, სასწავლო პროცესის პროგრესისათვის აუცილებელია მრავალფეროვანი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც შემდგომში დამანახებს რამდენად ეფექტური გზებით იქნება შესაძლებელი მოსწავლის დროული შეფასება და უკუკავშირის მიცემა.
No comments:
Post a Comment